პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში რვა წყვილი დალოცა

სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რვა წყვილი დალოცა, რომელთაც ჯვარი 29 ივლისს, საყოველთაო ჯვრისწერაზე დაიწერეს.
ილია მეორემ ასევე დალოცა გვარები: თვალაბეიშვილები, მაღედანები, ბუგიანიშვილები, კოკაიები, ზვიადაურები და ჯეთერიშვილები.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, ოთხშაბათს, 2 აგვისტოს არის წმინდა ელია წინასწარმეტყველის დღესასწაული. სამშაბათს საღამოს ლოცვა წმინდა სამების ტაძარში ჩატარდება, ხოლო ოთხშაბათს წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები