არჩილ თალაკვაძე: მომავალ წელს, ზვანის სტადიონის სრულ განახლებას ვგეგმავთ

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთში, ზვანის სტადიონზე, ქალაქის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად, სარაგბო კლუბ „არწივების“ მორაგბეებსა და დირექციას შეხვდა.
არჩილ თალაკვაძემ მიმდინარე სეზონში მიღწეული წარმატება მიულოცა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ესაუბრა.
„მომავალ წელს ვგეგმავთ ზვანის სტადიონის სრულ განახლებას. უნდა გაკეთდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშო მოედანი, გულშემატკივრების ლოჟა, სპორტსმენებისთვის საჭირო შენობა, ადმინისტრაციის ოფისი. ზვანი უნდა გახდეს ადგილი სპორტული დღესასწაულებისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, სარაგბო კლუბმა „არწივებმა“ მიმდინარე წელს პირველ ლიგაში გადაინაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები