ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს

შსს-ს საგანგბო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა დღეს, ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს წყალზე მაშველებმა, 50 წუთის განმავლობაში, 4 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, 5-ბალამდე შტორმის დროს წყალში შევიდნენ და განსაცდელში მყოფი პირები ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
სააგენტოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
“ყურადღება მიაქციეთ მაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს, არ დატოვოთ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავეთ ზღვაში შესვლისგან მანამ, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები. როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები”,- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები