დეპუტატის თქმით, როდესაც არგუმენტები არ არსებობს, ადამიანები ლანძღვასა და აგრესიაზე გადადიან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარისადმი შეურაცხმყოფელ განცხადებას ეხმაურება.
“პარლამენტის თავმჯდომარეზე რაიმე ნეგატიურის თქმა, მით უმეტეს მძიმე შეურაცხყოფის ფორმით, მარტო სახელმწიფოს უმთავრეს ინსტიტუციაზე იერიშის მიტანა არ არის. ეს თანაბრად გვეხება თითოეულ პარლამენტარს და არამხოლოდ ჩვენ.
გუშინ ირაკლი კობახიძემ აჩვენა, როგორ ეკიდება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პრეზიდენტის უპასუხისმგებლოდ მოტივირებულ “შენიშვნებს”. თითოეულ ბწკარზე პასუხი იყო ამომწურავი და კომპეტენტური. ფაქტობრივად, სათქმელი არ დარჩა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას და ზუსტად ეგ იყო მათი მხრიდან ეთიკის დარღვევის უმძიმესი ფორმის მიზეზი…
როდესაც არგუმენტები აღარ არსებობს, სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლანძღვასა და აგრესიაზე გადადიან“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები