მიშა კორძახია: შრომის კანონმდებლობის ფარგლებში, ბევრი ფატალური შემთხვევა იყო

“ხელისუფლებას დაწყებული აქვს რეფორმების ტალღა შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მიშა კორძახიამ განაცხადა.
ახალ საკანონმდებლო რეგულაციასთან დაკავშირებით,არასამთავრობო სექტორთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ხელისუფლება დისკუსიებს აწარმოებს. მიშა კორძახიას ინფორმაციით, მუშავდება ახალი საკანონმდებლო რეგულაცია შრომის კოდექსთან დაკავშირებით. როგორც კორძახია განმარტავს, არსებული ხარვეზების გამო, ხშირია ფატალური შემთხვევები, რა დროსაც ძირითადად, დასაქმებულები ზარალდებიან.
კორძაია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რეგულაციისთვის საჭიროა ახალი უწყების ჩამოყალიბება, იგი თვლის, რომ არსებული საკითხის დადებითად გადაჭრისთვის საკმარისია საკანონმდებლო ბაზაში მცირედი ცვლილებების შეტანა.
„შრომის კანონმდებლობის ფარგლებში ბევრი ფატალური შემთხვევა იყო. საჭიროა არსებული სტრუქტურების ეფექტურად მუშაობა, რომ თავიდან ავიცილოთ ტრაგიკული შემთხვევები. ჩვენ ვცდილობთ, დავარწმუნოთ ჩვენი ოპონენტები, რომ მთავრია, ეფექტურ პოლიტიკაზე ჩამოვყალიბდეთ. ამ საკითხზე დისკუსიები მხარეებს შორის მიმდინარეობს. ყველაზე მთავრი ფუნდამენტური შენიშვნა ჩვენი მხრიდან არის ის, რომ საჭიროა რამდენიმე მცირედი ცვლილების შეტანა საკანონმდებლო ბაზაში, კერძოდ მაღალი რისკის საწარმოებზე განხორციელდეს კონტროლი, ასევე, ვითხოვთ გარკვეული სანქციების შემოღებას“,-განაცახადა მიშა კორძახიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები