გიგლა ბარამიძე: როდესაც ბოკერია ჩაგიტარებს მარშს – „არა ფაშიზმს“, ეს უკვე სასაცილოა

9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის იდეოლოგი რომ მოგვიწოდებს – „არა ფაშიზმს“ ეს არის სამარცხვინო”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ მოწყობილ აქციას აღმაშენებლის გაზირზე სამარცხვინოს უწოდებს და თვლის, რომ საზოგადოება ბევრს პატიობს როგორც ხელისუფლებას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებს.
„როდესაც ბოკერია ჩაგიტარებს მარშს – „არა ფაშიზმს“, ეს უკვე სასაცილოა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბევრ საკითხში არის დამნაშავე. ჩვენს საზოგადოებას ჩამოუყალიბდა „ბონია მეწისქვილის“ ფსიქიკა, რადგან მსგავსი აზროვნებით გამოირჩევიან და ბევრი რამის უფლებას აძლევენ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლებს“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები