გიგლა ბარამიძე: პრეზიდენტის მდივნის მიმართვის ფორმები აბსოლუტურად გაუმართლებელია

“აბსოლუტრად მიუღებელია დამოკიდებულება, რასაც ვხედავ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძაობის“ გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე პრეზიდენტის მდივანს რიტორიკას უწონებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის მიმართვა, როგორიც პრეზიდენტის მდივნისგან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ისმის, დაუშვებელია.
„დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის და საპრეზიდენტო მდივნის არის მიუღებელი, ხოლო ის მიმართვის ფორმები, რომლითაც პრეზიდენტის მდივანი მიმართავს პარლამენტის თავმჯდომარეს, აბსოლუტურად გაუმართლებელია, რადგან ეს არის ნეგატიური დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას’“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები