დავით სერგეენკო: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი პოლიტიკური თემა არ არის

”მე ღრმად მწამს, რომ ეს ორი პროცესი – უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დამოუკიდებელი პროცესებია და ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ექსტრადირების საკითხი არ არის პოლიტიკური თემა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს, ამას პოლიტიკური სარჩული შესძინოს.
”მე ღრმად მწამს, რომ ეს ორი პროცესი – უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დამოუკიდებელი პროცესებია და ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუ ეს დროის მცირე ინტერვალში მოხდა, მე მჯერა, რომ ეს დამთხვევაა. რაც შეეხება საკუთრივ ექსტრადირების საკითხს, ეს არ არის პოლიტიკური თემა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს, ამას პოლიტიკური სარჩული შესძინოს. ეს არის სუფთა იურიდიული საკითხი, რაშიც მჯერა, რომ იურისტები შესანიშნავად გაერკვევიან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები