დავით ნარმანია: მეორე ტური არ იქნება და უკეთესი შედეგი გვექნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ამ კვლევით ჩანს
თბილისის მერი დავით ნარმანია NDI-ს იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% – ალეკო ელისაშვილს, 18% კი – ზაალ უდუმაშვილს.
როგორც მან აღნიშნა, მეორე ტური არ იქნება და უკეთესი შედეგი იქნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით, ამ კვლევით ჩანს.
”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის კანდიდატი ყველაზე ღირსეული, გამოცდილი კანდიდატია. მას აქვს ძალიან დიდი რესურსი, ძალიან დიდი მხარდაჭერა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, იმაზე კარგი და უკეთესი შედეგი იქნება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით, ამ კვლევით ჩანს. ამ კვლევაზე დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ მეორე ტური არ შედგება.