ლევან დავითაშვილი: ყოფილი პრეზიდენტის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნა ძალაშია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში გადმოცემის მოთხოვნა კვლავ ძალაშია.
მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებას ელოდება.

“ჩვენთვის, პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ის არის გაკოტრებული პოლიტიკური ფიგურა, დანარჩენი, გადაცემის ნაწილში, იურიდიული დეტალია, რომელიც, რა თქმა უნდა, სამართალდამცველებმა უნდა მოაგვარონ. უფრო კომპეტენტურები ამ საკითხში, თუ როგორი იქნება სამართლებრივი პროცედურები, რა თქმა უნდა, არიან სამართალდამცავი უწყებები.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქართველოს ეს საკითხი დასმული აქვს ჯერ კიდევ 2014 წელს და შემდგომ დამატებითი ინფორმაცია 2015 წელს არის წარდგენილი. ასე რომ, ძალაშია საქართველოს მოთხოვნა, დანარჩენი არის უკრაინელი სამართალდამცველების გადასაწყვეტი”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები