გურამ მაჭარაშვილი: ვენეციის კომისიის ბოლო წერილში ოპოზიციის განზრახვა დაწუნებულია
“თუ კარგად ჩავუკვირდებით ვენეციის კომისიის პოზიციას, მათი პრეტენზიები ოპოზიციის დაუკონკრეტებელ მოთხოვნებზეა”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი თვლის, რომ ვენეციის კომისიის ძირითადი მოთხოვნა დიალოგის გამართვაა, თუმცა როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, ვენეციის კომისიამ ოპოზიციას ტაქტიკა დაუწუნა.
„ბოლო წერილიდან კარგად ჩანს, რომ მათი მხრიდან ოპოზიციის განზრახვა დაწუნებულია, კერძოდ ვენეციის კომისია ოპოზიციის მხრიდან ითხოვს მეტ კონკრეტიკას და შეჯერებას საკითხებზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციითვე, აუცილებელია დიალოგის გამართვა, რაზეც ხელისუფლება მზადყოფნას აცხადებს“, -განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.