ლადო ბოჟაძე: ჩვენ კვლევების მიმართ უნდობლობა გვაქვს იმის გამო, რომ შედეგებს ვიღებთ სხვას
“ნებისმიერი კვლევა, სანდოა ის თუ არა, გარკვეულ სურათს იძლევა”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
ლადო ბოჟაძე “ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევებს გამოეხმაურა. მას მიაჩნია, რომ დღევანდელი პოლიტიკური კვლევა საინტერესო იქნება.
„ჩვენ კვლევების მიმართ უნდობლობა გვაქვს იმის გამო, რომ შედეგებს ვიღებთ სხვას. დღეს გვექნება საინტერესო პოლიტიკური კვლევა, ხელისუფლება შეიძლება, არ ენდობოდეს, მაგრამ მათთვის ძალიან საინტერესოა ის ციფრები, რაც კვლევებში გამოქვეყნდა, რათა სწორად დაგეგმონ თავისი სტრატეგია, ასევე გასათვალისწინებელია ეს კვლევები ოპოზიციისთვისაც. გუშინდელი კვლევების შედეგებს შეიძლება, არ ენდობოდეს ხელისუფლება, მაგრამ უნდა მიექცეს ყურადღება იმ ციფრებს, რაც უმუშევრობას ეხება და სხვა აქტუალურ პრობლემებს“, -განაცხადა ლადო ბოჟაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.