NDI: კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას 30% არც კარგად აფასებს და არც ცუდად

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30% კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ მდგომარეობას არც კარგად აფასებს და არც ცუდად, 22% -ს კი მიაჩნია, რომ კორუფციასთან ბრძოლა ნაწილობრივ კარგად ხორციელდება, 19% ფიქრობს, რომ ნაწილობრივ ცუდად, 9% – ძალიან ცუდად, 6% კი ძალიან კარგად.
რაც შეეხება მთავრობის მიერ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქის აზრის გათვალისწინებას, ამ მხრივ, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას 32% არც კარგად აფასებს და არც ცუდად, 22% – ნაწილობრივ ცუდად, 21% = ნაწილობრივ კარგად, 14% – ძალიან ცუდად, ხოლო 3% ძალიან კარგად.
ამავე დოკუმენტში გამოკითხულთა 35% აზრით, საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია. კითხვაზე, როგორ შეაფასებდით სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას საქართველოში, 28 % პასუხობს, რომ სიტყვის თავისუფლების მხრივ, ქვეყანაში ვითარება არც კარგია და არც ცუდი, ხოლო 16% აზრით, მდგომარეობა ძალიან კარგია.
რაც შეეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, 29% აზრით, ამ მიმართულებით მდგომარეობა არც ცუდია და არც კარგი, 25% თვლის, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ ცუდია, 11% ძალიან ცუდად აფასებს, ხოლო 10% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან კარგადაა.
რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ამ მხრივ, ვითარება ნაწილობრივ კარგია, 28%-ის აზრით, არც კარგია და არც ცუდი. 22% ვითარებას ნაწილობრივ ცუდად აფასებს. 10% – ძალიან ცუდად, ხოლო 7% – ძალიან კარგად.
კანონის უზენაესობას 31% არც ცუდად აფასებს და არც კარგად, 26% ნაწილობრივ კარგად, 20 ნაწილობრივ ცუდად 11% ძალიან ცუდად, ხოლო 6% ძალიან კარგად.
რაც შეეხება მოქალაქეების მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში, 31% აზრით, მდგომარეობა არც კარგია და არც ცუდი. 24% თვლის, რომ მდგომარეობა ნაწილობრივ კარგია, 19% ნაწილობრივ ცუდად აფასებს, 9% – ძალიან ცუდად, ხოლო 5% ძალიან კარგად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები