გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი – მაიკ პენსი ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს 31 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი – მაიკ პენსი ეწვევა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურებაა .
„მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 31 ივლისს და 1 აგვისტოს შედგება. ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავამყარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.