პრემიერი: საქართველოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ისრაელის პრემიერ-მინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ეწვევა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, ნეთანიაჰუ საქართველოში ბიზნესდელეგაციასთან ერთად ჩამოვა. ვიზიტის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. “მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ მსოფლიოში ბატონი ნეთანიაჰუ გახლავთ ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი და ვფიქრობ, მისი ჩამოსვლა ბიზნესდელეგაციასთან ერთად, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით. დაპატიჟება იქნა მიღებული და ჩვენ უნდა ველოდოთ ამ ვიზიტს, რომელიც ვფიქრობთ, სრულიად ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები