კახეთში მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის რაიონის სოფელ გავაზთან, რამდენიმე საათის წინ მოხდა. „ნიცუბიშის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. რის შედეგადაც, 3 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ავტომანქანის მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი სხეულის დაზიანებებით ყვარლის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.