ხვალ დიდუბის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

 ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ დიდუბის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია ”ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, 27 ივლისს 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირს №96-დან №142-ის ჩათვლით, დიმიტრი უზნაძის ქუჩა №48-დან №76/1-ის ჩათვლით, №79-დან №113ბ-ს ჩათვლით, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა №2, №3, №4, ორდე დგებუაძის, ჯანსუღ კახიძის, ლუი პასტერის, გია ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.
გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. ”გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები