მოსიჩუკი: პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის შესახებ რადიკალური პარტიის დეპუტატმა, იგორ მოსიჩუკმა სოცილური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მე მიდასტურებენ, რომ ეს სიმართლეა. ქართველ იანუკოვიჩს -მიხო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, პოროშენკომ საკუთარი შეცდომების აღიარება დაიწყო“, -განაცხადა მოსიჩუკმა.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო.

http://vesti-ukr.com/politika/249133-istochniki-saakashvili-lishili-ukrainskoho-hrazhdanstva

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები