ირაკლი ლატარიამ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია წამებაში დაადანაშაულა
„პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ლატარიამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია წამებაში დაადანაშაულა. როგორც ირაკლი ლატარიამ განაცხადა, მას “პატრიოტთა ალიანსის” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“პატრიოტთა ალიანსის” ოფისში, მოვიდა იმჟამინდელი უშიშროების სამსახურის უფროსი და ახლანდელი „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის ხელმძღვანელი, გიორგი ლომია და ამათ უბრძანა – დროზე შეათრიეთ ეს ოთახშიო. როგორც კი შემიყვანეს ოთახში, გამზადებული იყო ერთი ცალი სკამი, იქ დამსვეს ძალით, შემდეგ გიორგიმ ჩემს უკან კამერები გაასწორა, მივიდა მონიტორთან, იქაც რაღაცები გაასწორა. შემდეგ მომიახლოვდა და მითხრა, რომ „შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთ, იმიტომ, რომ შენ ჩვენ მიმართ გაქვს აგრესია და შენ ჩვენ გვაგინებ“ და დაიწყეს ცემა. პირველმა გიორგი ლომიამ,“ – აცხადებს ირაკლი ლატარია.
მისი თქმით, გიორგი ლომიასთან ერთად, ადგილზე რამდენიმე პირი იმყოფებოდა და ერთ-ერთი მათგანი მას იარაღის კონდახით სცემდა.