ადა მარშანია: ვეთანხმებით პრეზიდენტის ვეტოს
“პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია პრეზიდენტის ვეტოს ეთანხმება. როგორც მან აღნიშნა, არგუმენტების ნაწილი მათთან ერთად არის მოფიქრებული, დადებული და არგუმენტირებული. „ვეთანხმებით პრეზიდენტის ვეტოს. ნაწილი არგუმენტებისა არის ჩვენთან ერთად მოფიქრებული, დადებული და არგუმენტირებული. ამიტომ, რასაკვირველია, ვეთანხმებით პრეზიდენტის ვეტოს. ვეთანხმებით, ანუ ვიზიარებთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტებზე მსჯელობენ.