სასამართლომ ოთარ კახიძე 500 ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა

 საქალაქო სასამართლოში ოთარ კახიძის წინააღმდეგ შედგენილ ადმინისტრაციულ სარჩელზე იმსჯელეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპუტატს „მანიფესტაციის შესახებ კანონის“ დარღვევის გამო, 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და იარაღის ტარების უფლება ერთი თვით ჩამოართვა.
„მანიფესტაციის შესახებ კანონის“ დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან ჯარიმას. როგორც კახიძემ სასამართლოს დაწყებამდე განაცხადა, ის  გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.
“სასამართლოს ორი გზა აქვს – ჯარიმა ან შენიშვნა. მე არ ვაპირებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ეს იქნება კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება. ვაღიარებ, რომ აქციაზე იარაღი არ უნდა წამეღო, ეს ჩემი წინდაუხედაობით მოხდა. მოვუწოდებ ყველას, რომ აქციაზე არ წაიღონ იარაღი”, – აღნიშნა დეპუტატი. შეგახსენებთ, რომ ოთარ კახიძე 23 ივლისს, საპროტესტო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები