დეპუტატის თქმით, პრეზიდენტის შენიშვნები არ იყო არგუმენტირებული

ჩვენ სიმბოლურად ჩავატარეთ კომიტეტის სხდომა გორში, ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ჩვენ ვიმსჯელეთ იმ სოფლებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ, როდესაც ჩვენ საზოგადოებას შევხვდით და გავესაუბრეთ მათ პრობლემებზე და მათი მოგვარების საკითხებზე. ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ კომიტეტის სხდომაზე და აქ მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ მნიშვნელოვან სოციალურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებსა და ღონისძიებებზე, რომელიც უნდა დაიგეგმოს და რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენს ოს დებთან და ძმებთან ერთად, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისთვის.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან ნაყოფიერი გასვლითი ღონისძიება და ეს იყო ღონისძიება, რომელიც დაეთმო ჩვენი ოსი დების და ძმების ერთობლივ მნიშვნელოვან ღონისძიებებში ჩართულობას და ჩვენ ვიმსჯელეთ იმ შესაძლო აქტივობებზე და იმ ღონისძიებებზე, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება დაიგეგმოს და რითიც ხელი უნდა შეეწყოს ჩვენი ერთიანი საზოგადოების და ჩვენს ოს დებთან და ძმებთან დაახლოებას და საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და გამთლიანებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები