„NDI-ს კვლევით საკონსტიტუციო ცვლილებებში გამოკითხულთა 2% მონაწილეობდა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ადამიანია ინფორმირებული“

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ს კვლევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც გამოკითხულთა 2 % საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში მონაწილეობს, ეს უკვე ძალიან დიდი ციფრია. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ახლა გაცილებით მეტი ადამიანია ინფორმირებული.
“მახსოვს ისეთი განხილვებიც, როცა შეხვედრებზე დავდიოდით და იყო სულ 10 შეხვედრა, თითოში კი 20-30 ადამიანი მონაწილეობდა, ანუ სულ 200- 300 ადამიანს ფარავდა.
ახლა, როდესაც 2 პროცენტი ამბობს, რომ განხილვებში მონაწილეობდა, ვფიქრობ, ეს ამ ტიპის შეხვედრებისთვის კარგია, თუმცა ინფორმირებას რაც შეეხება, ინფორმირებული გაცილებით მეტი ადამიანია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები