შორენა ბუხრაშვილი: ეს არ იყო პროგრამული ბიუჯეტი, რაც ახლა მივიღეთ
“ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს ინდიკატორები და მოცემული პროგრამები”, -ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა.
ბუხრაშვილი თვლის, რომ გენგეგმის ჯგუფისა და მათი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა მოცემული ბიუჯეტიდან ბუხრაშვილი დაგეგმილი პროექტების განხორციელებას შეუძლებლად თვლის.
“ეს არ იყო პროგრამული ბიუჯეტი, რადგან თუკი მტკვარი არ მოწესრიგდება და არ გასუფთავდება, ყველანაირ სარეკრეაციო ზოლის მოწესრიგებაზე საუბარი არის შეუძლებელი. ჩვენი და გენგეგმის ჯგუფის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, სარეკრეაციო ზონის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ბიზნესმენებიც და მოსახლეობაც თანხმდებიან იმაზე, რომ თბილისს აკლია გამწვანების არეალი. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია, მონახოს შუალედური გადაწყვეტილება,რომ არ დაირღვეს არავის უფლებები და ნებისმიერი მსგავსი დაპირისპირება მოგვარდეს.
თბილისს აქვს ტერიტორია, რომლის საშუალებითაც, ბიზნესმენს შეიძლება ტერიტორია ჩაუნაცვლდეს. ბიზნესმენი, რომელიც ცოტა შორს იყურება, სარეკრეაციო ზონის ათვისებაში დააბანდებს ფულს და არა იმაში,რომ უსახური შენობები მივიღოთ “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიაზე”, -განაცხაად შორენა ბუხრაშვილმა.