შორენა ბუხრაშვილი: გამწვანების სამსახურს ბიუჯეტიდან თანხა დააკლდა
ახალი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, გამწვანების სამსახურს თანხა ჩამოეჭრა, იმ დროს, როცა ეკოლოგიის მხრივ, კატასტროფული მდგომარეობაა”, -ამის შესახებ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა განცხადა.
ბუხრაშვილის ინფორმაციით, ქალაქში, ეკოლოგიის კუთხით, კატასტროფული მდგომარეობაა და შექმნილ ვითარებაში, იგი ბიუჯეტიდან თანხების შემცირებას გაუმართლებლად თლის.
“გამწვანების სამსახურს ბიუჯეტიდან თანხა დააკლდა, რასაც შექმნილი ეკოლოგიური მდგომარების ფონზე, გაუმართლებლად მივიჩნევ. მერია ცდილობს, ფორსმაჟორში წარმოადგინოს ბიუჯეტის ცვლილება. 19 მილიონით იზრდება ბიუჯეტი, მაგრამ გამწვანების სამსახურს 5 მილიონზე მეტი თანხა აკლდება.
თბილისის მოსახლეობას და თბილისს ძალიან უჭირს ამ მდგომარეობით. საერთაშორისო ხელშეკრულებით აქვს ვალდებულებები იგივე ჯანსაღი ჰაერის სუნთქვაზე და მტკვარზე არსებულ შენაკადებზე”,-გაანცხადა შორენა ბუხრაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.