ვაკის პარკსა და კუს ტბას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკი -კუს ტბა გაერთიანდება და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
“ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები. კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ, რაც მთავარია, მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები