აუდიტის მოქმედ ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა დღეს ეწურება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება დღეს, 25 ივლისს ეწურება.
გავრცელებული ინფორმაციით, მის თანამდებობაზე თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას და უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის კანდიდატურები განიხილება.
შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდია აღნიშნულ თანამდებობაზე 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა და ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილი შეცვალა.
რაც შეეხება პროცედურებს, რეგლამენტის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს.
რეგლამენტის მიხედვით, გენერალურ აუდიტორად ერთი და იგივე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.
კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვიდრე პარლამენტი აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს, გენერალური აუდიტორის უფლებამოსილებას მისი პირველი მოადგილე შეასრულებს.  ამ პოსტს ამჟამად ნინო ლომჯარია იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები