თბილისში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა

თბილისში, დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, , რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები