ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

სამეგრელოში, ფოთში, ზღვამ 65 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი დღის წინ, მამაკაცი მდინარე ჭოროხში ჩავარდა, მდინარის დინებამ კი ზღვაში გაიტაცა.
ცხედარი ამ დროისათვის ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები