ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის ქართველს ეძებენ (ვიდეო)

ისლანდიის პოლიცია გულფოსის ჩანჩქერში ჩავარდნილ 22 წლის რუსთაველ ნიკოლოზ ბეგაძეს ეძებს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ნიკა ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერში ცხოვრობდა. მისი მანქანა ჩანჩქერთან მდებარე პარკში იპოვეს. აღნიშნული ფოტო ჩანჩქერთან ახლოს მდებარე კამერების მიერაა გადაღებული. პოლიცია საქმეს, როგორც უბედურ შემთხვევას, ისე იძიებს. მომხდარი ფაქტის შესახებ, სამართალდამცავებმა დაკარგულის ოჯახს უკვე აცნობეს. ძებნის ოპერაცია ოთხშაბათს დასრულდა.
პოლიციის განცხადებით, ძებნის პირობები რთულია, ვინაიდან ჩანჩქერი ძლიერი და ცივია. როგორც პოლიციაში აღნიშნეს, იმის ვარაუდი, რომ ახალგაზრდა მამაკაცი გადარჩა, არ არის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დიდ ბრიტანეთში საქართველოს საკონსულომ ადგილობრივი მედიის მეშვეობით შეიტყო.
„საელჩო დაუკავშირდა Icelandic association for search and rescue-ს (ICE-SAR), სადაც განაცხადეს, რომ ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, დღის 5 საათამდე შევიდა Gulfoss waterfall-ში რის შემდეგაც ითვლება დაკარგულად. მათივე განცხადებით, უკვე აღარ არის იმედი, რომ მოხდება მისი ცოცხლად პოვნა“,-აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები