კლიჩკო და იაცენიუკი იანუკოვიუჩის შეთავაზებას არ დასთანხმდნენ
უკრაინის ოპოზიციის ლიდრები, ვიტალი კლიჩკო და არსენ იაცენიუკი პრემიერის და ვიცე-პრემიერის პოსტების დაკავებას არ დათანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ვიქტორ იანუკოვიჩთან გამართული 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ კლიჩკომ ევრომეიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს შეხვდა. მან განაცხადა რომ, უკრაინული ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა პარტია „უდარის“ ლიდერს ვიტალი კლიჩკოს ვიცე-პრემიერის, ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერს არსენი იაცენიუკს პრემიერის პოსტი შესთავაზა.