ბათუმის მერია 10 ელექტრო და 20 ახალი ევროსტანდარტის ავტობუსს შეიძენს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით (EBRD), ბათუმს ახალი დაბალძირიანი ავტობუსები მოემსახურება, რაც საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებასა და მოდერნიზებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ევრობანკის მიერ მართული მრავალდონორიანი აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) ფარგლებში ხორციელდება.
ევრობანკი საქართველოს 5.5 მილიონი ევროს სუვერენულ სესხს გამოუყოფს. თანხა ბათუმის მერიას გადაეცემა, რათა შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი შეიძინოს.