რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა ლიტვიდან რუსეთში ღორის ხორცის შეტანაზე შეზღუდვები დააწესა.
მიზეზად აფრიკული შავი ჭირის ვირუსი სახელდება.
რუსეთის წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს განმარტებით, აფრიკული შავი ჭირი ჯერ-ჯერობით ლიტვაშია აღმოჩენილი. მომავალ კვირას ბელორუს და ყაზახ კოლეგებთან ერთად რუსეთი საბაჟო კავშირის ჩარჩოებში კონსულტაციებს გაივლის და შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირიდან ღორის ხორცის შემოტანა შეიზღუდოს.