გულიკო ზუმბაძე: თბილისის მერიას უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით 7415 -მა პირმა მიმართა

“მერიამ განიხილა 1431 განაცხადი, ვისაც სრულყოფილი განაცხადი ჰქონდა, აქედან დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 500-ზე”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ განაცხადა.
გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, უსახლკარო ადამინების კუთხით, თბილისში არასახარბიელო მდგომარეობაა და სტატისტიკურად, უსახლკაროთა რიცხვი მატულობს. მისივე ინფორმაციით, დედაქალაქში 602 ობიექტი არსებობს, სადაც ადამიანები უნებართვოდ ცხოვრობენ.
„მიახლოებით 10 000 ოჯახი არის კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგან ისინი უნებართვოდ დაკავებულ შენობაში ცხოვრობენ. თბილისის მერიას უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით 7415-მა პირმა მიმართა. ჩვენ ვითხოვთ, შეიქმნას უწყებათაშორის კომისია, რომელიც შეიმუშავებს გარკვეულ პოლიტიკას ამ პრობლემის დასაძლევად. წლინახევრის განმავლობაში, საცხოვრისში მხოლოდ 8 ოჯახია შესახლებული, ამიტომ ჩვენ უნდა შევიმუშავოთ გარკვეული პოლიტიკა, რადგან დედაქალაქში ათასობით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სახელმწიფომ აშენოს საცხოვრისი და გადასცეს ადამიანებს, მაგრამ უნდა გვქონდეს გარკვეული სახის პოლიტიკა და მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას უნდა ელოდნენ სახელმწიფოსგან და რას არა“, -გაანცხადა გულიკო ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები