ირაკლი ფავლენიშვილმა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის მიერ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის – ,,ევროპა დონა საქართველო“ მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საღამო, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასებასა და პრობლემების იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ მოეწყო და მას სახელისუფლებო სტრუქტურებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, ექიმები და პაციენტები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიოზატორებმა და დამსწრე საზოგადოებამ ირაკლი ფავლენიშვილსა და დედაქალაქის საკრებულოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნულ პროექტში მუნიციპალიტეტის ჩართულობას გაუსვეს ხაზი.
შეხვედრის ფარგლებში, დისკუსიაც გაიმართა, რომელშიც ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ექიმები ჩაერთნენ.
აღნიშნული ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის – ,,სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები