იენს სტოლტენბერგი: ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო არ ცნობს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
„ჩვენ არ განვიხილეთ ეს საკითხი, მაგრამ არა იმიტომ, რომ ნატო-ს არ აღელვებს საქართველოში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ უკრაინასა და ავღანეთზე და რისკის შემცირებებზე. მაგრამ როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი ვაცხადებ, რომ შეშფოთებული ვართ, რადგან ვხედავთ, რომ რამდენჯერმე გადმოწიეს ე.წ. საზღვარი.
ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და არც რესპუბლიკებად. ორივე საქართველოს ნაწილია და შედის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველანაირ მცდელობას და განვაგრძობთ საქართველოს დახმარებას განახორციელოს მოდერნიზაცია, გააძლიეროს შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად და ვითარების სტაბილიზაციაშიც, რადგან ქვეყანაში ვხედავთ უცხო ქვეყნის ჯარებს,” – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები