იენს სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს საკითხი ნატო-რუსეთის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ, თუმცა მისივე თქმით, ალიანსი არსებული ვითარებით შეშფოთებულია.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს.
„ჩვენ საქართველოს საკითხი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე დღეს არ განგვიხილავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ ვითარებით შეწუხებული არ ვართ, რაც ხდება. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ვაღიარებთ. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ ვცნობთ. იმ ვითარებით შეშფოთებული ვართ, რაც ხდება. ნატო საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს. არსებითი პაკეტი გვაქვს”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები