ქალს, რომელსაც მცხეთაში მატარებელი დაეჯახა, ოპერაცია უტარდება
ასაკოვან ქალს, რომელსაც მცხეთაში მატარებელი დაეჯახა ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
ის წმ. მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ მცხეთის სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, მას მოტეხილობები აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ ლიანა ჩოლოევს მატარებელი მცხეთის ტერიტორიაზე დღეს დილით დაეჯახა.
ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.