სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობაზე 600-მდე ჩვილს მონათლავენ
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობაზე 600-მდე ჩვილს მონათლავენ.
როგორც “კვირას“ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან “ძლევაი” აცნობეს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება.
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის, ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.
დღეისათვის უწმინდესს 32 104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
შეგახსენებთ, რომ ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.