ადა მარშანია: ვიმედოვნებთ, რომ პირდაპირი დიალოგის დამყარებაში რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრი, ნატო ჩხეიძე, რომელიც თანაპარტიელებთან ერთად, დუმაში შეხვედრაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ რუსი დეპუტატები, „ედინაია რასიას“ და „კომუნისტური“ პარტიის წევრები მონდომებული არიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები მოგვარდეს.
„საკითხები შეეხებოდა გაყინულ კონფლიქტებს, ის დეპუტატები, რომლებსაც ჩვენ დუმაში შევხდით, მონდომებულები არიან რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიძრას ეს საკითხები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგულარული მუშაობით ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესობა ნამდვილად იქნება“, -განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთი წევრი ადა მარშანია იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კავშირის დამყარებაში დაეხმარება.
„აუცილებლად უნდა ვისაუბროთ როგორც აფხაზებთან, ასევე, ოსებთან და ისიც დავაფიქსირეთ აბსოლუტურად გულახდილად, რომ ვიმედოვნებთ, რომ პირდაპირი დიალოგის დამყარებაში რუსეთის ფედერაცია ჩვენ დაგვეხმარება,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები