ფოთში აქციის მონაწილემ თვითდაზიანება მიიყენა

ფოთში, მეთევზეების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აქციის მონაწილეებმა ფოთის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარალელურად, მეთევზეებს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ მეთევზეები საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც მათ პალიასტომის ტბაზე გადაადგილება და თავისუფალი თევზჭერა ეკრძალებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები