თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალმა ტერმინალმა პირველი მგზავრები თელ-ავივიდან მიიღო

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალმა ტერმინალმა პირველი მგზავრები თელ – ავივიდან მიიღო.
როგორც „კვირას“ „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, ახალ მოფრენის ტერმინალში საოპერაციო მზაობისა და შერწყმის პროცესის ფარგლებში, დღეს “ჯორჯიან ეარვეისმა” პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან შეასრულა.
„აღნიშნულ პერიოდში არსებული ტერმინალიდან მოფრენის ტერმინალში ორი საბარგო კარუსელი, საბაჟოსა და პოლიციის სამსახურები გადავა. ასევე დასრულდება მოფრენის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაფრენის ტერმინალში კი დამატებითი რეგისტრაციის დახლები და საოფისე ფართები მოეწყობა. ორივე ტერმინალი დასრულებული სახით მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება. ახალ მოფრენის ტერმინალში საოპერაციო მზაობისა და შერწყმის პროცესის ფარგლებში, დღეს “ჯორჯიან ეარვეისმა” პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივიდან შეასრულა“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები