უგულავა სააკაშვილზე: გულწრფელად ვწუხვარ, დეგრადაციის მასშტაბებს რომ ვუყურებ

“მან ძალიან კარგად იცის სიმართლეც და ისიც, რომ ამ წვრილმან ცილისწამებაში არ ავყვები”, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ უგულავას ციხიდან გათავისუფლების თემაზე გაკეთებულ განცხადებას.
„გულწრფელად ვწუხვარ, დეგრადაციის მასშტაბებს რომ ვუყურებ. მან ძალიან კარგად იცის სიმართლეც და ისიც, რომ ამ წვრილმან ცილისწამებაში არ ავყვები. ესაა ჩემი კომენტარი. ჩემს წუხილს ბულატ ოკუჯავას ამ სიმღერით გამოვხატავ“, – წერს გიგი უგულავა და შესაბამის ვიდეოს აზიარებს.
“სანამ გიგი უგულავამ დედა არ შემაგინა, ციხიდან არ გამოუშვეს”, -აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები