ე.წ. ციანიდის საქმეზე არჩილ გამზარდია, დეკანოზ გიორგი მამალაძის მძღოლი და სამართალდამცველები დაიკითხებიან

“თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით არჩილ გამზარდია, ასევე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მძღოლი და სამართალდამცველები დაიკითხებიან”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე, პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, მძღოლი ბრალდებულის მეგობარია და ამასთანავე, იგი არის ადამიანი, რომელსაც 2016 წლის ზაფხულში გველის შხამს სთხოვდა.
”დღეს გაგრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრებენ. მაგალითად, დაიკითხება ბრალდებულის მძღოლი, მისი მეგობარი და ადამიანი, ვისაც გველის შხამს სთხოვდა 2016 წლის ზაფხულის თვეში. ასევე, დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ასევე, დაიკითხება არჩილ გამზარდია იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც ის ფლობს და რაც საჯაროდ გაავრცელა. საგამოძიებო უწყებაში ის უკვე დაიკითხა და ამ ინფორმაციას დაადასტურებს სასამართლოზე”, – განაცხადა გუბელაძემ.
პროკურორის ინფორმაციით, საქმეზე დღემდე სულ ბრალდების 60-ზე მეტი მოწმეა დაკითხული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები