მამუკა კაციტაძე: საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი მნიშვნელოვანი მხარე

“კონსტიტუციასთან მიმართებაში, წარმოებულ პროცესს გააჩნია ორი მხარე – სამართლებრივი და პოლიტიკური”,.- ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
კაციტაძე თვლის, რომ ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციასთან მიმდინარე პროცესებში სამართლებრივად არაფერი ირღვევა, თუმცა პოლიტიკურად კაციტაძეს მიაჩნია, რომ პრობლემებმა იჩინა თავი.
„საკონსტიტუციო პროცესს გააჩნია ორი ძირითადი მხარე, სამართლებრივი და პოლიტიკური. ხელისუფლებას აქვს ის ბერკეტი, რომ თქვას, სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, თუმცა აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის დროს, ხელისუფლებაში გაჩნდა სხვა რიტორიკა, რაც გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევამ და ისინი მზად არიან, მოლაპარაკება აწარმოონ ოპოზიციასთან. რასაკვირველია, არსებობს უკან დაბრუნების გზა მეორე მოსმენისთვის, ამიტომ პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, გამოსვლის ძებნა შეიძლება“, -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
კაციტაძის ინფორმაციით, ოპოზიციის პრეტენზიები სამ ძირითად საკითხს ეხება.
„არის გაუნაწილებელი მანდატების პრობლემა, ბარიერის შემცირება და ბლოკების არ აკრძალვა, ეს პაკეტი შევიმუშავეთ ოპოზიციის იმ ნაწილმა, იმ კატეგორიამ, ვინც ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ამ წინადადებებში ჯერჯერობით გათვალისწინებული არაფერია, აიკრძალა ბლოკები, ბარიერი ნაწილობრივ ჩამოიწია და პროპორციული სისტემის შეცვლაც 24-ში გადაიდო“, -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები