გორში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

გორში ავარიის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა.
გორის ციხესთან მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შოთა რუსთაველის სკვერთან ბორდიურს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებული 26 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი გორის მცხოვრებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები