კიევში დაკავებული პოლიციელები გაათავისუფლეს
გუშინ ღამით კიევში დაკავებული ორი პოლიციელი თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო მადლობას უხდის ყველას, ვინც ძალოვანი უწყების თანამშრომლების გათავისუფლების საქმეში მონაწილეობდა. შსს განცხადებით, პოლიციელები მშვიდობიანი დემონსტრანტების დახმარებით და უცხო ქვეყნების ელჩების შუამავლობით გაათავისუფლეს. პოლიციის თანამშრომლები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დემონსტრანტები სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებზე ძალადობენ.