მეუფე იოანე გამრეკელი: ახალ საგანთან დაკავშირებით, საჭიროა კონსულტაციების გავლა განათლების მინისტრთან

“ახალ საგანთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან საჭიროა კონსულტაციების გავლა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა.
მეუფე თვლის, რომ საგანი „ მე და საზოგადოება“, რომლის დანერგვაც სკოლებში სექტემბრიდანაა დაგეგმილი, ეკლესიისთვის ბუნდოვანია. მეუფე თვლის, რომ საჭიროა საგნის შინაარსი გამჭვირვალე იყოს.
„სანამ არ ვნახავ ტექსტს, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ როცა მე მეუბნებიან, რომ უნდა გავეცნო წინასწარ და ვერ ვეცნობი, ეს მაინც სხვა ურთიერთობაა. მე ვფიქრობ, რომ უნდა შევხვდე განათლების მინისტრს და ვიცოდე, რა შინაარსის საგანზეა საუბარი.
პრესკონფერენციაზე საკუთარი მოსაზრებები „დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმაც დააფიქსირეს.  ყურადღება, ძირითადად, გენდერიზაციაზე გამახვილდა. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობა წინ უნდა აღუდგეს მსოფლიოში დანერგილ გენდერიზაციის ტენდენციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები