ერაყის შეიარაღებული ძალები მოსულის აღებას ზეიმობენ (ფოტოკოლაჟი)

ერაყის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქალაქ მოსულისთვის ბრძოლა დასრულებულია და დასახლებულ პუნქტს მთლიანად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. სამხედროები, ადგილობრივი მოსახლეობა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მოსულის გათავისუფლებას ზეიმობენ. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი 2014 წლიდან ისლამისტების არაოფიციალური დედაქალაქი იყო.
ბოლო სამხედროებმა ან-ნურის მეჩეთი აიღეს, ანუ მოსულის ძველი ქალაქის ცენტრი, მეჩეთის დიდი ნაწილი განადგურებულია, ერაყელი სამხედროები აცხადებენ, რომ ეს „ბოევიკებმა“ ააფეთქეს, ექსტრემისტები კი მეჩეთის აფეთქებას ამერიკულ ავიაციას აბრალებენ. სწორედ ამ მეჩეთში გამოცხადა „ხალიფათი“ 2014 წელს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა აბუ ბაკრ ალ-ბაღდადიმ.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 2016 წლის ოქტომბრიდან გრძელდება. ცნობისთვის, 2014 წელს 3 ათასმა „ბოევიკმა“ ქალაქი 6 დღეში აიღეო. 30 ათასამდე ერაყელმა სამხედრომ, რომლებიც მოსულს იცავდნენ, იარაღი დაყარეს და გაიქცნენ.
ამჟამად მოსულის აღებას სამხედროები და ადგილობრივი მოსახლეობა ზეიმობს. ამის მიუხედავად, მოსულში ჯერ კიდევ რჩება „ბოევიკების“ გარკვეული რაოდენობა, რომლებიც იმალებიან და სამხედროებს დროდადრო თავს ესხმიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები