ლონდონის აეროპორტი დრონის გამო დახურეს

ლონდონის გატვიკის აეროპორტის ადმინისტრაციამ ორჯერ დახურა ასაფრენი ბილიკი იმის გამო, რომ მის სიახლოვეს დაუდგენელი წარმომავლობის დრონმა გაიფრინა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამის გამო სულ მცირე ორი რეისი ამ აეროპორტიდან სხვაგან გადაამისამართეს. Easyjet-ის თვითმფრინავი გატვიკის ნაცვლად სტანსტედის აეროპორტში გაფრინდა, ხოლო British Airways-ის თვითმფრინავი ქალაქ ბორნმუტში გააგზავნეს. კიდევ რამდენიმე თვითმფრინავი იძულებული იყო წრეზე ეფრინა.
ამჟამად პოლიცია ინციდენტს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები